გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

“კვარას, ჟორჟის და ზურიკოს კვალს უნდა გაჰყვეს“ - ლიგა 1-ის საიტი წიტაიშვილზე

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი წიტაიშვილი კარიერას მეცში გააგრძელებს. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ქართველ ფეხბურთელზე დაწერა.

„გიორგი წიტაიშვილი მიქაუტაძის, კვარაცხელიას და დავითაშვილის შემდეგ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც უნდა იცნობდეთ.24 წლის წიტაიშვილისთვის შესაძლოა მეცი იყოს საბოლოო გუნდი, რომელშიც საფუძვლიანად დამკვიდრდება. ბოლო წლებში ის რამდენიმე კლუბში იჯარის წესით თამაშობდა.

გასულ წელს გრანადას ღირსებას იცავდა, სადაც 39 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. იმედი გვაქვს, მეცში ის ამ სტატისტიკას გააუმჯობესებს და გუნდს ლიგა 1-ში დარჩენაში დაეხმარება. წიტაიშვილი კვარაცხელიას, მიქაუტაძის და დავითაშვილის კვალს უნდა გაჰყვეს. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ.“

შეგახსენებთ, რომ მეცში გიორგი წიტაიშვილის გარდა გიორგი აბუაშვილიც ითამაშებს. საბოლოო ჯამში, საფრანგეთის ლიგა 1-ში ამ მომენტისთვის 4 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.

ხვიჩა კვარაცხელია(პსჟ), გიორგი მიქაუტაძე(ლიონი), გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი(მეცი).

ასევე გეტყვით - რომ არა სენტ-ეტიენის გავარდნა, ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილიც ითამაშებდა. ახლა მისით რამდენიმე ევროპული კლუბი ინტერესდება. ყველაზე მეტს კი თურქული გუნდები აქტიურობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიდ გუნდებთან სათამაშოდ მზად ვარ“ - აბუაშვილი
„დიდ გუნდებთან სათამაშოდ მზად ვარ“ - აბუაშვილი