იკარდის
Aa
Aa

იკარდის "ინტერთან" ურთიერთობა დაეძაბა - არგენტინელი "რეალს" უახლოვდება

მაურო იკარდის მადრიდის "რეალში" შესაძლო გადასვლის შესახებ იტალიურ პრესაში მორიგი ინფორმაცია გავრცელდა.

TuttoSport-ის მტკიცებით, არგენტინელ ფორვარდს "ნერაძურისთან" ურთიერთობა საკმაოდ დაეძაბა.

წყაროს ცნობით, იკარდიმ "ინტერს" უკვე დაუდასტურა, რომ გუნდის დატოვება სურს და "რეალის" წინადადებას განიხილავს.

რა თქმა უნდა, იტალიური კლუბის ხელმძღვანელები ხვდებიან, რომ არგენტინელს ვეღარ შეინარჩუნებენ და ცდილობენ მისგან მაქსიმალური სარგებელი ნახონ.

იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ზაფხულში "რეალი" და "ინტერი" შეთანხმდებიან და 110 მილიონი ევროს სანაცვლოდ ტრანსფერი შედგება.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, ფლორენტინო პერესს ჰარი კეინის შეძენა სურდა, თუმცა ინგლისელი ფორვარდი იკარდიზე ორჯერ ძვირი ღირს.

გამოცემა ასევე იმასაც წერს, რომ "ინტერი" კეინის გადაბირებას თავად შეეცდება, რადგან "რეალი" იკარდის მიიღებს და "ტოტენჰემის" ფორვარდისადმი მათი ინტერესი განელდება.

საბოლოოდ, მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ ჰარი კეინი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენილ კლუბში გადასვლას დათანხმდეს. მართალია, "ინტერი" ჯერჯერობით ოთხეულში იმყოფება, მაგამ სპალეტის გუნდი საკმაოდ არადამაჯერებლად ასპარეზობს და მე-5 პოზიციაზე მყოფ "რომას" მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები