კურტუა:
Aa
Aa

კურტუა: "გული ამ ქალაქისკენ მიმიწევს"

ლონდონის „ჩელსის“ ბელგიელმა გოლკიპერმა ტიბო კურტუამ sportmagazine-სთან საუბრისას თავის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

„კლუბთან შეთანხმება მაქვს. ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ. „ჩელსისთან“, ამჟამინდელი კონტრაქტი 2019 წელს მიმთავრდება და აჩქარებას არ ვაპირებ.

ჩემი შვილები მადრიდში ცხოვრობენ და რა თქმა უნდა გული ამ ქალაქისკენ მიმიწევს, რადგან ოჯახი პირველ ადგილას დგას. თუმცა, ამ ეტაპზე „ჩელსის“ მოთამაშე ვარ და გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებების გამართვას ვგეგმავ“.

შეგახსენებთ, რომ ევროპული პრესა კურტუას „ატლეტიკოში“ დაბრუნებას აანონსებს. „როხიბლანკო“ დიდი ალბათობით თავის ამჟამინდელ კარის დარაჯს იან ობლაკს ზაფხულში სოლიდურ ფასად გაყიდის და მის ნაცვლად სწორედ კურტუას შეძენა იგეგმება.

ტიბო კურტუას შეძენის მსურველთა სიაში მადრიდის "რეალიც" შედის, რომელიც ბელგიელი მეკარისადმი ინტერესს არ მალავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები