ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ლევანტემ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - ქოჩორაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 38-ე ტურში, გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტე“ საკუთარ მოედანზე გათამაშეიბს ერთ-ერთ აუთსაიდერ „ტენერიფეს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა, რის შედეგადაც მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

გიორგი ქოჩორაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი მთელი მატჩის განმავლობაში სტაბილურად გამოიყურებოდა და რამდენიმე საკვანძო ეპიზოდი ჰქონდა როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც. ქოჩორაშვილმა თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა - 7.2 ქულა და მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჩამორჩა. 27 წლის ფეხბურთელმა მთელი მატჩის განმავლობაში 41 პასიდან 37 ზუსტად შეასრულა (90%), მათ შორის ერთი საკვანძო პასი, 3 გრძელი გადაცემიდან 2 ზუსტი და 2 ჩაწოდებიდან 1 ზუსტი. 2-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და ორივეჯერ ზუსტი იყო. კარისკენ ერთხელ დაარტყა, რომელიც დაიბლოკა. 13 პოზიციური დუელიდან 8 მოიგო, 1 დარტყმა დაბლოკა, 3 ზუსტი ვარდნა ჰქონდა და ასევე, 3 ართმევა.

საგულისხმოა, რომ „ლევანტე“ თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში აგებდა და ანგარიშის გათანაბრება შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეძლო.

38 ტურის შემდეგ „ლევანტეს“ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 67 ქულა აქვს და პირველადგილოსან „ელჩეს“ 4 ქულით ჩამორჩება. ამ მოცემულობით, ვალენსიელები ლა ლიგის საგზურს პირდაპირ მიიღებენ, მაგრამ ამ ტურში, მათ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, „რასინგს“, რომელიც 66 ქულით მე-3 პოზიციაზეა, თავისი შეხვედრა არ გაუმართავს და გამარჯვების შემთხვევაში, „ლევანტე“ მესამე საფეხურზე ჩამოქვეითდება.

ლა ლიგა 2-ის დასრულებამდე 4 ტური არის დარჩენილი, „ლევანტე“ კი მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, სტუმრად „ელჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
L’Equpe: კვარას ტრანსფერის შემდეგ ბარკოლას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
L’Equpe: კვარას ტრანსფერის შემდეგ ბარკოლას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს