გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

მამარდა ისევ იჯარით ითამაშებს? | TeamTalk-ი ლივერპულის გეგმებზე

ალისონ ბეკერი მზადაა, „ლივერპულში“ დარჩეს და კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TeamTalk-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პრემიერლიგის მოგების შემდეგ ბრაზილიელმა „ენფილდზე“ დარჩენა გადაწყვიტა, მას შემდეგ რაც ახალი კონტრაქტები გუნდის ლიდერებმა - მოჰამედ სალაჰმა და ვირჯილ ვან დაიკმა გააფორმეს.

TeamTalk-ი წერს, რომ „ლივერპული“ კმაყოფილია ალისონის მიერ ჩატარებული სეზონით და ზაფხულში მასთან დამშვიდობებას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამარდაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნება მისაღები.

ერთ-ერთ ვარიანტად „ბორნმუთში“ ერთწლიანი იჯარა სახელდება: „ალუბლების“ კარს ამჟამად „ჩელსიდან“ განათხოვრებული კეპა არისაბალაგა იცავს, რომელიც ზაფხულში „არისტოკრატების“ ბანაკში დაბრუნდება.

ანდონი ირაოლას გუნდს კეპას კიდევ ერთი წლით დატოვება სურს, მაგრამ თუ „ჩელსისთან“ იჯარის ფასზე შეთანხმება ვერ მოხდება, „ბორნმუთი“ ალტერნატივების ძებნას დაიწყებს და კეპას შემცვლელად სწორედ მამარდა მოიაზრება. ამ ვარიანტზე მხარეები გასულ ზაფხულსაც მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ მამარდაშვილი იჯარით „ვალენსიაში“ დარჩა.

TeamTalk-ის ინფორმაციით, არც ისაა გამორიცხული, რომ მამარდაშვილი „ვალენსიაში“ იჯარით კიდევ ერთი სეზონით დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბუდუს დაბრუნებას მოუთმენლად ველოდებით“ - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი
„ბუდუს დაბრუნებას მოუთმენლად ველოდებით“ - ჰაიდენჰაიმის მწვრთნელი