ბრიტანული პრესა: ობამეიანგი
Aa
Aa

ბრიტანული პრესა: ობამეიანგი "არსენალთან" ახლოსაა!

ბრიტანული პრესის ცნობით, „დორტმუნდი“ და „არსენალი“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

ლონდონელები გაბონელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს იხდიან, რაც ჩვენი გერმანელი და ინგლისელი კოლეგების თქმით, გარიგების დასახურად საკმარისი უნდა გამოდგეს.

ობამეიანგმა კლუბის თხოვნა გაითვალისწინა და შაბათს ბუნდესლიგაში „ფრაიბურგის“ წინააღმდეგ ითამაშა.

შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა, ხოლო აფრიკელ სუპერვარსკვლავს თავი არ გამოუჩენია.

აღსანიშნავია, რომ „დორტმუნდი“ დღეს შეიკრიბა, თუმცა გუნდთან ერთად მისი საუკეთესო ბომბარდირი არ იმყოფებოდა. ამის მიზეზად ობამეიანგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 დღეზე ცოტა მეტი რჩება, ამიტომაც „არსენალის“ ხელმძღვანელობას კიდევ უფრო გააქტიურება და ეფექტური მუშაობა მართებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები