Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

გამთენიისას NBA-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა.

ორი დღის წინ „ლეიკერსთან“ დამარცხების შემდეგ, „სტეიპლს ცენტრში“ „ბოსტონმა“ ზედიზედ მეორედ ითამაშა, თუმცა ამჯერად მათი მეტოქე „კლიპერსი“ იყო, რომელიც 113:102 დაამარცხეს.

„სელტიკსს“ ტრადიციულად კაირი ირვინგმა ულიდერა, რომლის მონაგარი 20 ქულა, 8 მოხსნა და 7 გადაცემა იყო.

„კლიპერსის“ რიგებში გამორჩეული იყო ბლეიკ გრიფინი, რომელმაც 23 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 3 გადაცემაც მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ „ბოსტონს“ უმძიმესი ტრავმის შემდეგ გორდონ ჰეივორდი უბრუნდება, რომელმაც ფეხის მოტეხვის შემდეგ, ვარჯიში უკვე განაახლა.

„ბოსტონი“ აღმოსავლეთ კონფერენციას 35 გამარჯვებითა და 14 მარცხით ლიდერობს.

***

ლიგის ყველაზე ძლიერი დაცვის მქონე გუნდების ჯახი შედგა ტეხასში, სადაც „სან ანტონიომ“ „მემფისს“ უმასპინძლა და საკმაოდ მარტივად 108:85 დაამარცხა.

გრეგ პოპოვიჩის კალათბურთელებმა გუნდური თამაშის დემონსტრირება მოახდინეს - „სფურსის“ ერთბაშად 8 მოთამაშეს 10 პლიუს ქულა ჰქონდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.

„სან ანტონიოს“ მხრიდან გამორჩეული იყო პაუ გასოლი, რომელსაც სამმაგ დუბლამდე სულ რაღაც ერთი გადაცემა დააკლდა - 14 ქულა, 15 მოხსნა, 9 გადაცემა.

„მემფისელთა“ შორის ტრადიციულად მარკ გასოლი აქტიურობდა - 18 ქულა, 7 მოხსნა.

პოპოვიჩის გუნდმა 18 მარცხთან ერთად 32 გამარჯვება დააგროვა და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიცია დაიბრუნა.

 

ტურის სხვა მატჩები ასე დარულდა:

შარლოტი - ნიუ ორლეანი 96:101

დეტროიტი - იუტა 95:98

ინდიანა - ფინიქის 116:101

ფილადელფია - ჩიკაგო 115:101

ატლანტა - ტორონტო 93:108

დალასი - ჰიუსტონი 97:104

პორტლენდი - მინესოტა 123:114

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები