ლუკასი ჩემოდნებზეა?!..
Aa
Aa

ლუკასი ჩემოდნებზეა?!..

ფრანგული პარი სენ ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის განცხადებით, დიდი შანსია, ლუკას მოურამ „პარკ დე პრენსი“ იანვარშივე დატოვოს.

ბრაზილიელი ვარსკვლავი მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს, ხოლო ემერი ამბობს, რომ მოურა მის სათამაშო გეგმებსა და სქემაში ნაკლებად მოიაზრება.

ლუკას მოურას პარიზელებთან კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, „პსჟ“ კი მზადაა, რომ მის სანაცვლოდ შეთავაზებული წინადადებები თუნდაც უახლოეს დღეებში მოისმინოს.

25 წლის შემტევის პოტენციურ კლუბად „მანჩესტერ იუნაიტედი“ სახელდებოდა, თუმცა ძნელი სათქმელია, ალექსის სანჩესის დამატების შემდეგ, ამ ტრანსფერს რამდენად მიუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები