დაბრუნება 14 წლის შემდეგ - ვან პერსი
Aa
Aa

დაბრუნება 14 წლის შემდეგ - ვან პერსი "ფენერბაჰჩედან" "ფეიენოორდში" გადავიდა

34 წლის რობინ ვან პერსი მშობლიურ „ფეიენოორდს“ დაუბრუნდა და მასთან 6 თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვეტერანი თავდამსხმელი სტამბულის „ფენერბაჰჩეში“ ასპარეზობდა, რომელთანაც ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

ლონდონის „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელი, „ფეიენოორდის“ საფეხბურთო აკადემიაში ირიცხებოდა, 2001-04 წლებში კი როტერდამელთა ძირითად გუნდში თამაშობდა.

რობინ ვან პერსის ჰოლანდიის ნაკრების ნარინჯისფერი მაისურით 102 შეხვედრაში უთამაშია და 50 გატანილი გოლით მისი ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები