გუარდიოლა სიტის შემადგენლობაზე: რა თქმა უნდა, ტრანსფერები გვჭირდება
„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ილაპარაკა.
ესპანელი სპეციალისტის თქმით, „ქალაქელებს“ უფრო გაფართოებული შემადგენლობა სჭირდებათ.
„ვფიქრობ, „მანჩესტერ სიტიმ“ ახალი მოთამაშეები უნდა გაიფორმოს, თუმცა ამავდროულად ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მეტი ფეხბურთელი, რომლებიც უკვე გვყავს. გაფართოებული შემადგენლობა გვჭირდება. მით უმეტეს, წინა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატია“, - თქვა გუარდიოლამ.
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პეპი მზად არის ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელს დაემშვიდობოს. როგორც Mirror-მა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, სიაში პირველი 29 წლის ჯეკ გრილიშია.
ამასთან, ინგლისელი ვინგერის გარდა, „ქალაქელებმა“ შესაძლოა კევინ დე ბრუინს, ბერნანდუ სილვას, ჯონ სტოუნსს, მატეო კოვაჩიჩს, ილქაი გიუნდოგანს, ედერსონსა და კაილი უოკერს გაყიდონ.
ინგლისის პრემიერ ლიგის 26 ტურის შემდეგ, „სიტის“ 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს.
მანამდე „ქალაქელები“ მადრიდის „რეალთან“ დამარცხდნენ და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ვერ გავიდნენ.