„მისი მენტალიტეტი ძალიან მომეწონა“ | ლიზარაზუმ კვარაცხელია შეაქო
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ბიქსენტ ლიზარაზუმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ლიზარაზუ „არსენალისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირებას გამოეხმაურა და „კვარას“ მენტალიტეტი შეაქო.
„კვარაცხელიას მენტალიტეტი ძალიან მომეწონა. როდესაც ფლანგის მცველი ხარ, უდიდესი კომფორტია, შენს ფლანგზე ხვიჩა რომ თამაშობს, რადგან ის ყოველთვის ჩამოვა და დაგეხმარება. იცი, რომ კვარაცხელია თავის სამუშაოს აუცილებლად შეასრულებს.
სიმბოლურია, რომ ეს ამ პარი სენ-ჟერმენში ხდება. გუნდში, რომელიც ერთიანია და რომლის ყველა ფეხბურთელიც შრომობს. დემბელე პირველია, მის უკან კი კვარაცხელია დგას, რომელიც უზარმაზარ დაცვით სამუშაოს ასრულებს, რათა მარცხენა ფლანგზე მცველებს საქმე გაუმარტივოს. ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია, რომელიც გუნდის ერთიან სულისკვეთებას აღწერს“.
ცნობისთვის, კვარაცხელიას დაცვითი თამაში ბრიტანულმა და ფრანგულმა გამოცემებმაც შეაქოს. Daily Mail-ის თქმით, ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, რადგან ბუკაიო საკას წინააღმდეგ დაცვაში საუცხოოდ იასპარეზა, L’Equipe-მა კი აღნიშნა, რომ მან უდიდესი გარჯა გაიღო.