საბა ლობჟანიძე, ატლანტა იუნაიტედი
Aa
Aa

„მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას, დიდი მიზნები დავისახე“ - საბა ლობჟანიძე

საქართველოს ნაკრებისა და „ატლანტა იუნაიტედის“ შემტევმა, საბა ლობჟანიძემ კლუბის YouTube-არხს ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის 2025 წლის სეზონთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

საბა ლობჟანიძე:

„საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებს ყოველდღე ვესაუბრები. სხვა მხრივ, აქ არაფერი მაკლია - ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება.

მესამე მწვრთნელი ერთ წელიწადში? ეს ფეხბურთია, ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. ეს ჩემთვის დიდი მოულოდნელობა არ ყოფილა. ერთ ჩემს ყოფილ თანაგუნდელს ნორვეგიაში რონი დეილასთან ერთად უმუშავია. მან მითხრა, რომ რონი კარგი მწვრთნელია. ვგრძნობ, რომ მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.

სეზონებს შორის პერიოდი საშინელებაა, იმიტომ რომ თამაშები არ გაქვს. ყოველ ჯერზე ვნატრობ, რომ მალე დავიწყოთ ვარჯიში და შემდეგ ოფიციალური მატჩებიც ჩავატაროთ. სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტაქტიკური კუთხით ბევრი უნდა იმუშაო.

ყოველ ვარჯიშზე 100%-ით ვიხარჯებით და რაღაც ახალს ვსწავლობთ. მინდა, კიდევ უფრო უკეთესი ფეხბურთელი გავხდე და ვიცი, რომ ეს ასეც იქნება. ვხედავ, როგორი მოტივირებულია გუნდი, და ამით ძალიან ბედნიერი ვარ, ვინაიდან ყველა 100%-ით იხარჯება.

მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას, დიდი მიზნები მაქვს დასახული. დარწმუნებული ვარ, რომ დიდი წარმატების მიღწევა შეგვიძლია. როგორც ვარჯიშებზე ვიხარჯებით 100%-ით, ეს უნდა გადავიტანოთ თამაშებზეც და მაშინ ვერავინ შეგვაჩერებს“.

ცნობისთვის, ლობჟანიძის გუნდი 49 წლის ნორვეგიელმა სპეციალისტმა, რონი დეილამ ჩაიბარა, რომელსაც „სელტიკში“, „ლიეჟსა“ და „ბრიუგეში“ უმუშავია.

„ატლანტა იუნაიტედი“ MLS-ის პირველ მატჩს 23 თებერვალს, საკუთარ კედლებში, „მონრეალის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sport: დროა ბუდუმ კვანძი გახსნას, გუნდს მისი იმედი აქვს
Sport: დროა ბუდუმ კვანძი გახსნას, გუნდს მისი იმედი აქვს