მანჩესტერ სიტი მზადაა, ნიკო გონსალესში €60 მილიონი გადაიხადოს
„მანჩესტერ სიტი“ ნიკო გონსალესის ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN Portugal-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, 23 წლის ნახევარმცველის გადასვლის შესახებ „ქალაქელებსა“ და „პორტუს“ შორის მოლაპარაკებები სწრაფად მიმდინარეობს და მხარეები გარიგების გაფორმებას მიუახლოვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, „სიტი“ მზად არის ნიკოში 60 მილიონი ევრო ან მიახლოებული თანხა გადაიხადოს.
ამ სეზონში ესპანელმა პორტუგალიის ჩემპიონატზე, 17 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა.