საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

ბაქოს გრანდ სლემი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

14-16 თებერვალს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.

ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა ტურნირისთვის 9-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს, რომელშიც 7 ვაჟი და 2 გოგონა ძიუდოისტი იქნება.

საქართველოს ნაკრების განაცხადი:

ვაჟები:

  • -66 კგ. - ლაშა ნადირაძე
  • -73 კგ. - ბაგრატ ნინიაშვილი, გიორგი ჩიხელიძე
  • -81 კგ. - ვლადიმირ ახალკაცი, ირაკლი ბეროშვილი
  • -90 კგ. - სოსო ებილაშვილი.
  • -100 კგ. - ილია სულამანიძე

გოგონები:

  • -57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი.
  • +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.

ტურნირზე ლაშა გუჯეჯიანის გარდა, მწვრთნელებად გიორგი ბაინდურაშვილი, გიორგი თენაძე და გურამ მოდებაძეც იქნებიან წარმოდგენილები.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პარიზის გრანდ სლემი - ცნობილია საქართველოს შემადგენლობა
    პარიზის გრანდ სლემი - ცნობილია საქართველოს შემადგენლობა