ფლიკს რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
ლა ლიგის მე-16 ტურში „ბარსელონა“ „ბეტისს“ ესტუმრა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ დასრულდა (2:2), მანუელ პელეგრინის გუნდმა ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაათანაბრა.
66-ე წუთზე „ბლაუგრანას“ კარში პენალტით დაინიშნა, რომელიც ზუსტად ჯოვანი ლო ჩელსომ შეასრულა, მანამდე კი მსაჯმა, ალეხანდრო მუნისმა მოედნიდან კატალონიელთა თავკაცი, ჰანსი ფლიკი გააძევა, რომელიც პენალტის დანიშვნით იყო უკმაყოფილო.
როგორც მუნისმა მატჩის ოქმში მიუთითა, გაძევების მიზეზი გახდა „ფლიკის შეძახილები და ჟესტები გახდა, რომელიც პენალტის დანიშვნას აპროტესტებდა“, ასეთი ქმედება კი სულ მცირე ორმატჩიან დისკვალიფიკაციას ითვალისწინებს.
„მთავარი მსაჯის, ასისტენტების ან მეოთხე არბიტრის გადაწყვეტილებების გაპროტესტება, თუ ადგილი არ აქვს უფრო სერიოზულ დარღვევას, ისჯება 2-3 მატჩიანი ან ერთ თვემდე დისკვალიფიკაციით“, - აღნიშნულია სადისციპლინო კოდექსში.
ფლიკის გაძევებასთან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი მომდევნო კვირაში იმსჯელებს.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს ორ ტურში „ბარსელონა“ საკუთარ მოედანზე ჯერ „ლეგანესს“, შემდეგ კი მადრიდის „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.