გიორგი გულიაშვილი
Aa
Aa

„ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა“ - გულიაშვილი ნაკრებში გამოძახებაზე

„სარაევოს“ ქართველი ფორვარდი გიორგი გულიაშვილი ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას გამოეხმაურა და ვილი სანიოლისგან მიღებულ მიწვევას ყველაზე დიდი ახდენილი ოცნება უწოდა.

„უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ! ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ახდა. საქართველოს ნაკრებში გამოძახება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა“

შეგახსენებთ, რომ 23 წლის გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე 8 მატჩში 8 გოლია.

გულიაშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია და თბილისური გუნდის მაისურით 96 მატჩში მის ანგარიშზე 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. 2023 წლის იანვარში ის „საბურთალოდან“ „სარაევოში“ გადაბარგდა, იმავე წლის აგვისტოში კი ერთწლიანი იჯარით „ველეჟ მოსტარში“ გადავიდა, მიმდინარე წლის ზაფხულში კი „სარაევოში“ დაბრუნდა და გუნდის უპირობო ლიდერად იქცა.

გულიაშვილს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში 20 მატჩი აქვს ჩატარებული - მის ანგარიშზე 8 გოლი და 3 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი იზრდება - გულიაშვილის გადაბირება 2  გუნდს სურს
ინტერესი იზრდება - გულიაშვილის გადაბირება 2 გუნდს სურს