გიორგი ხარაიშვილი
Aa
Aa

გიორგი ხარაიშვილი კარიერას აზერბაიჯანში გააგრძელებს

გიორგი ხარაიშვილმა თურქული „ქოჯაელისპორი“ დატოვა და კარიერას აზერბაიჯანის „სუმგაითში“ გააგრძელებს. 

აზერბაიჯანული კლუბის ინფორმაციით, 28 წლის ქართველმა კლუბთან კონტრაქტი 1+2 სქემით გააფორმა. ხარაიშვილი „სუმგაითში“ 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ხარაიშვილი „ქოჯაელისპორში“ მიმდინარე წლის თებერვალში გადავიდა, მანამდე კი „ფერენცვაროშში“, თბილისის „დინამოში“, „გიოტებორგსა“ და „საბურთალოში“ უთამაშია.

„სუმგაითი“ ამჟამად აზერბაიჯანის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილზეა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    Fichajes: ქოჩორაშვილს მალიორკა აკვირდება
    Fichajes: ქოჩორაშვილს მალიორკა აკვირდება