თემურ ქეცბაია
Aa
Aa

713-დღიანი ლოდინის შემდეგ | ქეცბაიას კვიპროსმა ოფიციალური მატჩი მოიგო

კვიპროსის ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონი გამარჯვებით გახსნა. თემურ ქეცბაიას გუნდი სტუმრად ლიეტუვას დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე გავიდა და მისი ავტორი იოანის პიტასი გახლავთ - 1:0.

კვიპროსის ნაკრებმა ოფიციალურ შეხვედრაში დიდხნიანი პაუზის შემდეგ იმარჯვა. ბოლოს მათ საბერძნეთი ჰყავდათ დამარცხებული, რომელსაც 2022 წლის 24 სექტემბერს, 1:0 სძლიეს. ქეცბაიას ბიჭებს ოფიციალურ მატჩში 3 ქულის ასაღებად 713 დღე დასჭირდათ ლოდინი.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საინტერესოა ისიც, რომ კვიპროსის ეროვნულმა გუნდმა ზედიზედ ორი თამაში 5-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. 2019 წელს, მათ სან მარინო და ყაზახეთი დაამარცხეს, ლიეტუვამდე კი ქეცბაიას ბიჭებმა, ამხანაგურ თამაშში, სან მარინო 4:1 გაანადგურეს.

      ცნობისთვის, კვიპროსი ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფშია და ლიეტუვის გარდა, მისი კონკურენტები რუმინეთი და კოსოვო არიან. ქართველი სპეციალისტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 სექტემბერს გამართავს და კოსოვოს დაუპირისპირდება.

      მსგავსი სიახლეები

      ასევე დაგაინტერესებთ
      ქართველებს ფეხბურთი ფანატიკურად უყვართ - ჰაშეკის პრესკონფერენცია
      ქართველებს ფეხბურთი ფანატიკურად უყვართ - ჰაშეკის პრესკონფერენცია