მასკერანოც ჩინეთში?
Aa
Aa

მასკერანოც ჩინეთში?

არგენტინული პრესის ინფორმაციით, დიდი შანსია, ხავიერ მასკერანო, სათამაშოდ ჩინეთის სუპერ ლიგაში გადავიდეს.

როგორც იწერება, „ჰებეი“ არგენტინელ საყრდენს, 2 წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც იგი მთლიანობაში 19 მილიონ ევროს მიიღებს.

ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ მასკერანო „ბარსელონას“ დატოვებას იანვარში აპირებს, ხოლო ჩინეთის სუპერ ლიგის ახალი სეზონი, მარტში იწყება.

ამჟამად, „ჰებეის“ რიგებში ეზეკიელ ლავეცი, ჟერვინიო, სტეფან მბია და ალოიზიო ასპარეზობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები