გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მოლაპარაკებები მიმდინარეობს | ბოლო ინფორმაცია მამარდასა და ლივერპულზე

„ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულის“ ყურადღების ცენტრშია. „მამარდას“ მომავალთან დაკავშირებით, Relevo-მ ახალი ინფორმაცია გაავრცელა და ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ გვაუწყა.

ესპანური გამოცემის მიხედვით, „წითლებსა“ და „ღამურებს“ შორის ტრანსფერზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მერსისაიდელებს, სურვილის შემთხვევაში, მამარდაშვილის გადაბირება 30 მილიონ ევროზე მეტის სანაცვლოდ შეეძლებათ. გიორგის ხელფასი 3 მილიონ ევროზე მეტია და „ვალენსიას“ ამ თანხის გამოთავისუფლება სურს.

ამ მომენტისთვის, რუბენ ბარახას გეგმები უცვლელია. ხვალ, „ვალენსია“ TROFEU TARONJA-ს ეგიდით შეხვედრას გამართავს და „მურსიას” დაუპირისპირდება. ესპანელი სპეციალისტი აპირებს, მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენოს და ახალი სეზონისთვის, გუნდის მზადება მასთან ერთად გააგრძელოს.

გუშინ, ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ „ვალენსიას“ პრეზიდენტი, პიტერ ლიმი ქართველი მეკარის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს. სატრანსფერო თანხის გარდა, მოთხოვნები მამარდაშვილსაც აქვს და სურს, კარიერა მაღალი დონის კლუბში გააგრძელოს, სადაც რეგულარული სათამაშო დრო ექნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ კვარას მოპარვას ცდილობდა... დე ლაურენტისმა ეს გაიგო“
„პსჟ კვარას მოპარვას ცდილობდა... დე ლაურენტისმა ეს გაიგო“