გიორგი მამარდაშვილი, კრისტიან რივერო
Aa
Aa

„მომატება კიდევ შეუძლია, დაუჯერებელი პოტენციალი აქვს“ | ვალენსიას მეკარე მამარდას აქებს

კრისტიან რივერო „ვალენსიას“ მეკარეა, რომელიც 2024/25 წლების სეზონს, იჯარის წესით „ალბასეტეში“ გაატარებს. რივერომ ცნობილ ესპანურ გამოცემას, AS-ს ინტერვიუ მისცა, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა და ქართველი მეკარის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„გიორგი მამარდაშვილი ბრწყინვალე პიროვნება და საოცარი გოლკიპერია. პირადად მე, ვთვლი, რომ მას საუკეთესო სეზონი ჰქონდა და ვიცი, რომ უფრო დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია. მამარდაშვილი შესანიშნავი მეკარეა, რომელსაც დაუჯერებელი პოტენციალი აქვს. იმედი მაქვს, ვალენსიაში დარჩება, რადგან გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია“.

კრისტიან რივერო 26 წლის მეკარეა და „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გასულ სეზონში, მან ლა ლიგის ერთ შეხვედრაში ითამაშა და ხაუმე დომენეკი შეცვალა, რომელმაც „ალავესთან“ მატჩის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო.

მამარდაშვილს რაც შეეხება, გიორგი „ღამურების“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია, თუმცა არის ვარაუდი, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ადგილსამყოფელს გამოიცვლის. ჯერჯერობით „ვალენსიასთვის“ წინადადებით არავის მიუმართავს და Marca-ს მიხედვით, „ჩეს“ მოთხოვნები გარიგების დახურვის შანსს ამცირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრანსფერზე ბევრი ფიქრი არაა საჭირო“ | ჩელსის მამარდაშვილის შეძენას ურჩევენ
„ტრანსფერზე ბევრი ფიქრი არაა საჭირო“ | ჩელსის მამარდაშვილის შეძენას ურჩევენ