ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი, ნიკო უილიამსი
Aa
Aa

ბელინგემი, ნიკო და იამალი | ევროს მე-15 დღის გამორჩეული ფაქტები

გერმანიაში მიმდინარე ევრო 2024-ის მე-15 სათამაშო დღეს, ინგლისი-სლოვაკეთისა და ესპანეთი-საქართველოს მატჩები გაიმართა. CrystalSport-ი გთავაზობთ დღის გამორჩეულად საინტერესო ფაქტებსა თუ სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ შეხვედრებსა და მათში მონაწილე ფეხბურთელებს უკავშირდება.

ინგლისის ნაკრებმა მოიგო ბოლო 4 ისეთი მატჩი, რომელშიც ანგარიშში ჩამორჩა - ამაზე უკეთესი შედეგი (5) ისტორიაში მხოლოდ საფრანგეთს აქვს.

ინგლისის ნაკრებმა ევროს ფინალურ ეტაპზე 34-ე მატჩი ჩაატარა და მხოლოდ მე-3-ედ მოხდა, როცა პირველი ტაიმი წააგეს.

ჯუდ ბელინგემმა, ინგლისის ნაკრების ისტორიაში, ევროზე ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა - 94:34. იგულისხმება ძირითად დროში გატანილი გოლები.

94:34 წუთზე, ჯუდ ბელინგემის საგოლე დარტყმა, სლოვაკეთთან მატჩისას, ინგლისის ნაკრების პირველი ზუსტი დარტყმა იყო - 120 წუთში სულ 2-ჯერ დაარტყეს ზუსტად.

ჯუდ ბელინგემმა 2023-24 წლების სეზონში 90+ წუთებზე მე-6 გოლი (4 - რეალისთვის; 2 - ინგლისისთვის) გაიტანა. ყველა ამ გოლით, მისი გუნდი დაწინაურდა ან წაგებას გადაურჩა.

სლოვაკეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის 4-ვე გოლი 4 სხვადასხვა მატჩის პირველ ტაიმებში გაიტანა.

რობერტ ვიტეკის შემდეგ (2010-ის მსოფლიოზე - 4 გოლი) ივან შრანცი სლოვაკეთის ნაკრების ისტორიაში მე-2 ფეხბურთელია, რომელმაც დიდი ტურნირის ერთ გათამაშებაზე 3 ან მეტი გოლი შეაგდო.

ჰარი კეინმა ნაკრების რიგებში 79-ე ოფიციალური მატჩი ჩაატარა, პეტერ შილტონის შედეგი გააუმჯობესა და უკვე ინგლისელთა ყველა დროის რეკორდსმენია.

ჰარი კეინმა, ევროპის ჩემპიონატის 64-წლიან ისტორიაში, დამატებით დროში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - სლოვაკებს 50-ე წამზე გაუტანა.

ჰარი კეინი პირველი ინგლისელია, რომელმაც პლეი-ოფში გოლი ორ სხვადასხვა ევროპის ჩემპიონატზე გაიტანა.

ჰარი კეინს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის, პლეი-ოფის ბოლო 7 მატჩი 7 გოლი აქვს გატანილი.

19 წლისა და 72 დღის ასაკში, კობი მეინუ, ინგლისის ნაკრების ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროს პლეი-ოფის მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

ინგლისისა და სლოვაკეთის მატჩის პირველ ტაიმში მსაჯმა 5 ბარათი გამოიყენა, რაც ევრო 2000-ის 1/2 ფინალის, იტალია-ნიდერლანდები (4 ყვითელი და 1 წითელი), შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ეგიდით, პირველ ტაიმში გამოყენებული ყველაზე მეტი ბარათია.

ინგლისის ნაკრების 3-მა ფეხბურთელმა მატჩის საწყის 17 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო - ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. ეს სტატისტიკა ევრო 1980-დან მოყოლებული აითვლება.

ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 11 მატჩია არ წაუგია - 7 მოგება და 4 ფრე.

ინგლისის ნაკრების მონაწილეობით, ევროს პლეი-ოფის ბოლო 10-დან 7 მატჩი დამატებით დროში გადავიდა.

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ზედიზედ ორ ტურნირზე ისტორიაში პირველად გავიდა.

ესპანეთის ნაკრებს ევროს ფინალურ ეტაპზე უკვე 10 მატჩია არ წაუგია - 6 მოგება და 4 ფრე. ბოლოს, ევრო 2016-ის 1/8 ფინალში, იტალიასთან წააგეს.

ესპანეთის ნაკრებმა ევროს ფინალურ ეტაპზე ბოლო 26-დან მხოლოდ 2 მატჩი წააგო - 17 მოგება და 7 ფრე.

ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს 7-დან მე-7 ოფიციალური მატჩი მოუგო - ბურთების სხვაობა - 23:4.

საქართველოს ნაკრებს ბოლო 13-დან მხოლოდ 1 მატჩში (საბერძნეთთან) არ აქვს გოლი გატანილი.

ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს კარისკენ პირველ ტაიმში - 17-ჯერ, ჯამში კი 35-ჯერ დაარტყა, რაორივე ეს მაჩვენებელი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ახალი რეკორდია. ეს სტატისტიკა ევრო 1980-დან მოყოლებული აითვლება.

პირველ ტაიმში გუნდის მიერ 17-ჯერ და თამაშში ჯამში 35-ჯერ მეტოქის კარისკენ დარტყმა, არა მხოლოდ ევროს რეკორდია, არამედ არც მსოფლიო ჩემპიონატზე მომხდარა 1966 წლის შემდეგ.

ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა გუნდმა პირველი გოლი გაუშვა და საბოლოოდ მატჩი 3-ბურთიანი სხვაობით მოიგო.

ევროპის ჩემპიონატის ერთ მატჩში შექმნილი შანსების რეკორდი, 21-წლამდე ფეხბურთელებს შორის: 6- ლამინე იამალი V საქართველო (ევრო 2024); 6 - ცესკ ფაბრეგასი V რუსეთი (ევრო 2008); 5 - პედრი V შვეიცარია (ევრო 2020). ეს სტატისტიკა ევრო 1980-დან მოყოლებული აითვლება.

ფაბიან რუისმა, ესპანეთის ნაკრების მაისურით, ბოლო 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა. იქამდე ჩატარებულ 22 შეხვედრაში მხოლოდ 1 ჰქონდა გატანილი.

ნიკო უილიამსი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ მატჩში გოლი გაიტანა, ასისტი შეასრულა და პასების 100%-იანი სიზუსტე (46-დან 46) ჰქონდა. ეს სტატისტიკა ევრო 1980-დან მოყოლებული აითვლება.

21 წლისა და 354 დღის ასაკში, ნიკო უილიამსი, ესპანეთის ნაკრების ისტორიაში, მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროს პლეი-ოფში გოლი გაიტანა. რეკორდი ეკუთვნის ფერან ტორესს, რომელმაც ევრო 2020-ზე 21 წლისა და 119 დღის ასაკში შეაგდო.

ლამინე იამალს მიმდინარე ტურნირზე უკვე 2 ასისტი აქვს და, კრიშტიანუ რონალდუს (ევრო 20024-ზე) შემდეგ, ევროს ისტორიაში მე-2 ფეხბურთელია, რომელმაც ასეთ შედეგს 20 წლის ასაკამდე მიაღწია.

რობინ ლე ნორმანის ავტოგოლი მიმდინარე ევროზე გასული მე-8 ავტოგოლი იყო - ერთ ევროზე ამაზე მეტი ავტოგოლი მხოლოდ ერთხელ გავიდა - ევრო 2020-ზე - 11.

რობინ ლე ნორმანის ავტოგოლი, მიმდინარე ევროზე ესპანეთის ნაკრების კარში გასული ერთადერთი გოლია. აღსანიშნავია, რომ პედრიმაც ევრო 2020-ზე შვეიცარიასთან ავტოგოლი 1/8 ფინალურ ეტაპზე გაიტანა.

ესპანეთის ნაკრების განაცხადში მყოფი 26-დან 25 ფეხბურთელს მიმდინარე ევროზე თამაშის საშუალება მიეცა - ერთადერთი გამონაკლისი მე-3 მეკარე ალექს რემიროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები