მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე მესის რეკორდი დაამხო!
Aa
Aa

მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე მესის რეკორდი დაამხო!

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში "პსჟ" მიუნხენში "ბაიერნთან" 1-3 დამარცხდა.

პარიზელთა მხრიდან გოლის ავტორი კილიან მბაპე გახდა, რომლისთვისაც ეს სარეკორდო გამოდგა.

ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, ფრანგი ფორვარდის ანგარიშზე უკვე 10 გოლია. მბაპემ ამის გაკეთება 18 წლისა და 11 თვის ასაკში მოახერხა და ლეო მესის რეკორდი დაამხო.

მესიმ კი ჩემპიონთა ლიგაზე ათი ბურთის გატანა 21 წლისა და 3 თვის ასაკში შეძლო.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე "პსჟ"-ში იჯარის წესით ასპარეზობს. 2018 წლის ზაფხულში პარიზული გუნდი მის სანაცვლოდ "მონაკოს" 180 მილიონ ევროს გადაუხდის.

ამ წუთისთვის "პსჟ"-ში მბაპეს ანგარიშზე 17 მატჩში 9 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები