კაფუ, დანიელ კარვახალი
Aa
Aa

კაფუ: “კარვახალი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“

დანი კარვახალს დიდებული სეზონი აქვს. ესპანელმა უკანახაზელმა ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში ხორვატიას გაუტანა.

მადრიდის რეალის ფეხბურთელზე ლეგენდარულმა ყოფილმა მარჯვენა მცველმა კაფუმ ისაუბრა.

კაფუ:

„სიმართლე გითხრათ, მისი ასეთი თამაში არ გამიკვირდა, რადგან კარვახალის პოტენციალის შესახებ დიდი ხანია კარგად ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელი ვარ, დიდი ხანია ვამბობ, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

დღეს მას თავის კლუბში ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. ის არის მადრიდის რეალის ლიდერი. ის არის მცველი, რომელიც წინ მიდის. მცველი, რომელიც თავდასხმას მნიშვნელოვნად ეხმარება და საკუთარ ნახევარზე დაბრუნებას დროულად ახერხებს. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს.“

შეგახსენებთ, რომ დანი კარვახალმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგ ანგარიში გახსნა და სამეფო კლუბს მე-15 ტიტულის მოგებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა. ახლა კი საუცხოო ფორმაში ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დასაწყისი საშინელი იყო“ - არიგო საკი იტალიის ნაკრებზე
“დასაწყისი საშინელი იყო“ - არიგო საკი იტალიის ნაკრებზე