საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„საქართველო უკვე გამარჯვებულია“ | პორტუგალიელი ექსპერტი ჯვაროსნებზე

პორტუგალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ტომას დე კუნიამ ევრო 2024-ის F ჯგუფსა და მისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების მეტოქეებზე ისაუბრა. კუნიას თქმით, საქართველო უკვე გამარჯვებულია, რადგან ევროზე გასვლით ისტორია დაწერა და არის ალბათობა, პორტუგალიასთან მატჩისას „ჯვაროსნებს“ ჯგუფიდან გასვლის შანსი არ ჰქონდეთ.

„საქართველო უკვე გამარჯვებულია და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მათთვის დიდი ჯილდოა. არაა გამორიცხული, პორტუგალიასთან შეხვედრის დროს, საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ ჰქონდეს და უფრო თავისუფლად ითამაშოს, რაც სელესაოს პრობლემებს შეუქმნის. თუმცა, პირველ ნომრად მაინც ჩვენ ვითამაშებთ და საქართველოს დაცვაში ყოფნა მოუწევს“.

ცნობისთვის, სტატისტიკური სააგენტო, Opta აცხადებს, რომ საქართველოს ჯგუფური ეტაპის დაძლევის ყველაზე დაბალი შანსი აქვს. ვილი სანიოლის ბიჭებმა მერვედფინალის საგზური 10 000 სიმულაციიდან მხოლოდ 30 პროცენტში მოიპოვეს, ნახევარში კი ჯგუფი ბოლო ადგილზე დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს. თბილისის დროით, 20:00-ზე „ჯვაროსნები“ თურქეთს დაუპირისპირდებიან, მეორე ტურში კი ჩვენი მეტოქე ჩეხეთი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„აუცილებლად მოსაგები თამაში გვაქვს“ | თურქი ნახევარმცველი საქართველოსთან მატჩზე
„აუცილებლად მოსაგები თამაში გვაქვს“ | თურქი ნახევარმცველი საქართველოსთან მატჩზე