საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„აუცილებლად მოსაგები თამაში გვაქვს“ | თურქი ნახევარმცველი საქართველოსთან მატჩზე

თურქეთის ნაკრების ნახევარმცველმა, ოქაი იოკუშლუმ მისი გუნდის პირველ მეტოქეზე ისაუბრა. თურქები ევრო 2024-ს საქართველოსთან გასამართი მატჩით გახსნიან და იოკუშლუს თქმით, ამ შეხვედრაში სამი ქულის აღება აუცილებელია.

„ჩვენმა კოლეგებმა რამდენჯერმე აღნიშნეს და მათ სიტყვებს გავიმეორებ. პირველი შეხვედრა უმნიშვნელოვანესია. თუ მოვიგებთ, ჯგუფურ ეტაპს უპირატესობით დავიწყებთ. საქართველო ევროპის ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს და მათთან გასამართი მატჩი აუცილებლად მოსაგები შეხვედრაა.

მართალია, ახალგაზრდა გუნდი ვართ, მაგრამ ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულეთ. დიდი გამოცდილება არ გვაქვს, მაგრამ აუცილებელია თავდაჯერებული ვიყოთ. მოედანზე უნდა გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა და პირველი თამაში მოვიგოთ. პორტუგალია მთლიანად ტურნირის ფავორიტია, თუმცა, ვაჩვენეთ, რომ ძლიერ გუნდებთან თამაში და სასურველი შედეგის დაფიქსირება შეგვიძლია“.

როგორია საქართველოს ნაკრების განრიგი ევრო 2024-ზე

18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00

22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00

26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რთული მეტოქეა, ბოლომდე იბრძოლებენ“ | მონტელას ასისტენტი საქართველოს ნაკრებზე
„რთული მეტოქეა, ბოლომდე იბრძოლებენ“ | მონტელას ასისტენტი საქართველოს ნაკრებზე