გიორგი მამარდაშვილი, მანუელ ნოიერი, იან ზომერი, დიეგო კოშტა, ჯანლუიჯი დონარუმა, უნაი სიმონი, იან ობლაკი, მაიკ მენიო, ჯორდან პიკფორდი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

„შესაძლოა, საქართველოს გასაღებიც იყოს“ - მამარდაშვილი 90Min-ის რჩეულებში

ცნობილმა სპორტულმა პორტალმა, 90min-მა ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარეების ათეული გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილიც არის შეყვანილი.

სააგენტოს ვერსიით, ქართველი მეკარე მე-10 ადგილზე არის გაყვანილი:

„საქართველოსა და „ვალენსიას“ მეკარე კარიერაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. გერმანიაში, საქართველოს კვალიფიკაციაზე მან გადამწყვეტი როლი ითამაშა. მამარდაშვილი შესაძლოა, ქართველების გამარჯვების გასაღებიც იყოს“, - ნათქვამია 90min-ის სტატიაში.

საუკეთესო მეკარეების ათეული ასე გამოიყურება:

  1. მანუელ ნოიერი (გერმანია)
  2. იან ობლაკი (სლოვენია)
  3. მაიკ მენიო (საფრანგეთი)
  4. ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია)
  5. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია)
  6. უნაი სიმონი (ესპანეთი)
  7. ჯორდან პიკფორდი (ინგლისი)
  8. იან ზომერი (შვეიცარია)
  9. დიეგო კოშტა (პორტუგალია)
  10. გიორგი მამარდაშვილი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში იქნება, მეტოქეები კი თურქეთის (18 ივნისი), ჩეხეთის (22 ივნისი) და პორტუგალიის (26 ივნისი) ნაკრებები იქნებიან .

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ფლანგზე ჯადოქარი ჰყავთ“ | Goal-ის ფავორიტები და საქართველოს ნაკრების პოზიცია
„ფლანგზე ჯადოქარი ჰყავთ“ | Goal-ის ფავორიტები და საქართველოს ნაკრების პოზიცია