საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ყველაზე სუსტი ნაკრები ევრო 2024-ზე | 90Min-ის რეიტინგში საქართველო ბოლოა

90 Min.com-მა ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა. ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, მოახლოებული ტურნირის მონაწილე ნაკრებები სიძლიერის მიხედვით დაალაგა და საქართველოს ყველაზე სუსტი გუნდის სტატუსი არგუნა.

„ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტი მხოლოდ ერთი ნაკრები იქნება და ეს ნაკრები საქართველოა. ჯვაროსნებს რთული გზის გავლა მოუწიათ და მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეოთხე ადგილი დაიკავეს, ერთა ლიგის წყალობით, ევროს საგზური მაინც მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრების თილისმა ხვიჩა კვარაცხელიაა. მართალია, ბოლო პერიოდში, განსაცვიფრებელ სათამაშო ფორმაში არ იმყოფება, მაგრამ ყველაზე მეტ ყურადღებას ის მიიქცევს და ნაპოლის გარემარბის მიზანი იქნება, დებიუტანტ ნაკრებს სიურპრიზების გაკეთებაში დაეხმაროს“, - წერს 90Min.com-ი.

როგორც მოგეხსენებათ, F ჯგუფში ჩვენი მეტოქეები პორტუგალია, ჩეხეთი და თურქეთი არიან. 90Min-ის რეიტინგში, ჩეხეთი მე-18 ადგილს იკავებს, თურქეთი მე-13 პოზიციაზეა, ხოლო პორტუგალია მე-5 გახლავთ. „სელესაოზე“ წინ გერმანია, ესპანეთი, ინგლისი და საფრანგეთი იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოს თამაშის შესაძლებლობა მივეცით“ - მონტენეგროელები მატჩის შემდეგ
„საქართველოს თამაშის შესაძლებლობა მივეცით“ - მონტენეგროელები მატჩის შემდეგ