გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი: თურქებთან და ჩეხებთან შანსები თანაბარია

მარტის სანაკრებო შეხვედრებში საქართველოს ეროვნული გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გიორგი მამარდაშვილი იყო - 23 წლის მეკარემ ლუქსემბურგთან ნახევარფინალსა და საბერძნეთთან ფინალში საკუთარი კარი მშრალად შეინახა, ბერძნებთან 11-მეტრიანების სერიაში კი ერთი პენალტი მოიგერია. გადაცემა „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კონტინენტის პირველობაზე ჩვენი ქვეყნის გუნდის შანსებზე ისაუბრა.

გიორგი მამარდაშვილი

ამბობენ, რომ დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ბევრი თურქი გულშემატკივარი იქნება, მაგრამ ეს მათ განსაკუთრებულ უპირატესობას არ აძლევს. ჩემი აზრით, როგორც თურქეთის, ასევე ჩეხეთის ნაკრებთან მატჩებში შანსები 50/50-ზე იქნება. რაც შეეხება პორტუგალიელებთან შეხვედრას, ისინი ფავორიტები არიან და კრიშტიანუ რონალდუსა და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ ჩვენი სიამოვნებისთვის უნდა ვითამაშოთ.

მამარდაშვილის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2021 წლის 8 სექტემბერს, ბულგარეთთან (1:4) შეხვედრაში შედგა და მას შემდეგ ჩატარებული 16 თამაშიდან 5-ში საკუთარი კარი მშრალად შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯგუფიდან უნდა გავიდეთ“ - კვარა ევროპის ჩემპიონატზე
„ჯგუფიდან უნდა გავიდეთ“ - კვარა ევროპის ჩემპიონატზე