საქართველოს ეროვნული ნაკრები
Aa
Aa

ჩვენი მეტოქეები ევრო 2024-ზე | ჩეხეთმა მალტა 7:1 გაანადგურა

ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე, ჩეხეთის ეროვნული გუნდი ავსტრიაში ემზადება და დღეს, ამხანაგური მატჩი გამართა. ივან ჰაშეკის ბიჭები მალტას დაუპირისპირდნენ და მეტოქე 7:1 გაანადგურეს.

ჩეხებმა ანგარიში მატჩის სტარტზევე გახსნეს. მალტის ნაკრების კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ანტონინ ბარაკმა გამოიყენა. 44-ე წუთზე, მოიმირ ჩიტილმა ვლადიმირ ცოუფალის გადაცემით ისარგებლა და საკუთარ გუნდს პირველი ტაიმი 2:0 მოაგებინა.

48-ე წუთზე, დავიდ იურაშეკმა გაიტანა, 9 წუთში კი, ჩიტილმა ცოუფალის გადაცემა კიდევ ერთხელ გამოიყენა და დუბლი შეასრულა. მალტამ პრესტიჟის ბურთი 59-ე წუთზე შეაგდო, თუმცა 71-ე, 86-ე და 89-ე წუთებზე ლინგრისგან, იურაშეკისგან და ჩერნისგან გოლები მიიღო და 1:7 დამარცხდა.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ნაკრები პირველ შეხვედრას 18 ივნისს გამართავს და პორტუგალიას დაუპირისპირდება. მეორე მატჩი მათ საქართველოსთან ელით, ხოლო ბოლო ტურში თურქეთს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა პრიორიტეტი იყო, მაგრამ“ | რას წერს L’Equipe-ი კვარას მომავალზე
„ხვიჩა პრიორიტეტი იყო, მაგრამ“ | რას წერს L’Equipe-ი კვარას მომავალზე