ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, პაოლო ბარჯიჯა
Aa
Aa

„კონტეს მიმართ ზედმეტი ენთუზიაზმია, კვარა კი...“ - სატრანსფერო ექსპერტი ნაპოლიზე

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, პაოლო ბარჯიჯამ „ნაპოლიში“ ანტონიო კონტეს დანიშვნაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიელი სპეციალისტის მიმართ შექმნილი ენთუზიაზმი გადაჭარბებულია. ბარჯიჯამ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის ალბათობაზეც ისაუბრა.

რას ამბობს ბარჯიჯა:

„ვფიქრობ, კონტეს მიმართ კოლექტიური ისტერია შეიქმნა. ეს ყველაფერი ისე ჩანს, თითქოს, ანტონიომ გუნდს უკვე მოაგებინა სკუდეტო. მსგავსი ენთუზიაზმი იყო, როდესაც მოურინიო „რომაში“ დაინიშნა და ასევე, როდესაც ალეგრი „იუვენტუსში“ დაბრუნდა, მაგრამ ყველა ვხედავთ დღეს სადაც არიან. ფეხბურთი შეიცვალა და შესაძლოა, ყველაფერი საპირისპიროდ აღმოჩნდეს“.

„რაც შეეხება სატრანსფერო ბაზარს, მოდის ჭორები დოვბიკის მიმართ ინტერესზე. ვფიქრობ, ჟიელინსკის იდეალური შემცვლელი სუდაკოვი იქნება, მაგრამ ის 50 მილიონი ღირს. ვშიშობ, გუნდი კვარაცხელიას დაკარგავს და აქედან გამომდინარე, არსებობს ინტერესი გუდმუნდსონის მიმართ“.

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალს აქტიურად უკავშირებენ პსჟ-ს, რომელიც მზადაა „ნაპოლის“ გარიგების სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა, ნეაპოლური გუნდი ყველა გზით ცდილობს ქართველი შემტევის შენარჩუნებას.

იტალიურ პრესაში იწერება, რომ „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვასთან კონტრაქტის გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაა აწარმოებენ. ბოლო ცნობებით, „პარტენოპეის“ მზადაა კვარას წლიურად 5.5 მილიონი ევრო გადაუხადოს და გამოსასყიდ თანხად 150 მილიონი ევრო ჩაუწეროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“ - კონტე ოფიციალურად დაინიშნა
„გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“ - კონტე ოფიციალურად დაინიშნა