ჩაგლარ სოიუნჯუ
Aa
Aa

დანაკლისი თურქეთის ნაკრებში | სოიუნჯუ ევრო 2024-ზე არ იქნება

თურქეთის ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ითამაშებს. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ჩაგლარ სოიუნჯუ საკუთარ გუნდს ვერ დაეხმარება.

სოიუნჯუმ „ფენერბაჰჩესა“ და „ისტანბულსპორის“ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ბარძაყის კუნთი დაიზიანა. სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ, დადგინდა, რომ იგი მინიმუმ 3 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებდა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვინჩენცო მონტელას განაცხადში ცვლილებების შეტანა მოუწია.

სოიუნჯუ 28 წლის მცველია, რომელსაც თურქეთის ნაკრებში 55 შეხვედრა აქვს გამართული. იგი გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია და მონტელა მას ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი პირველ თამაშში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა კვარაცხელია
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა კვარაცხელია