ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„მომდევნო ათი დღე გადამწყვეტი იქნება“ - დე ლაურენტისი კონტესთან მოლაპარაკებებზე

„ნაპოლისა“ და ანტონიო კონტეს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ბოლო დღეებში ჯან პიერო გასპერინის კანდიდატურა კვლავ მეორე პოზიციაზე გადავიდა და იტალიური პრესა ამჟამად მხოლოდ კონტეს შესახებ წერს.

ამის შესახებ კომენტარი ნეაპოლელთა პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა და მოლაპარაკებები არსებობა დაადასტურა.

„მომდევნო ათი დღე გადამწყვეტი იქნება, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველა საჭირო და ობიექტური შეფასება.

ფანატიზმი არ უნდა ჭარბობდეს, არამედ მიუკერძოებელმა ლოგიკამ უნდა გაიმარჯვოს“,

- თქვა დე ლაურენტისმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტონიო კონტე და „ნაპოლი“ 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან. საბოლოო შეთანხმება ამ დროისთვის გადაიდო იმ მიზეზით, რომ მწვრთნელს საიმიჯო უფლებების სრული კონტროლის მოპოვება სურს.

გარდა ამისა, მხარეები განიხილავენ სხვადასხვა ჯარიმებს, მათ შორის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის ან სეზონის მიზნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიკვიდირებული ზარალის ოდენობას.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონტე ნეაპოლურ კლუბში წელიწადში 9 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, პლუს 1 მილიონს სკუდეტოს მოგების შემთხვევაში პრემიის სახით მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელი იყო“ | AS-მა მამარდაშვილის სეზონი შეაფასა
„ვალენსიას საუკეთესო ფეხბურთელი იყო“ | AS-მა მამარდაშვილის სეზონი შეაფასა