"ოკლაჰომა" სპორტში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კლუბია
Global Sports Salaries Survey (GSSS)-ის კვლევის შედეგად “ოკლაჰომა სიტი თანდერი” სპორტის ყველა სახეობაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კლუბია. ოკლაჰომელები თავიანთ კალათბურთელებს საშუალოდ 9.3 მილიონ დოლარს უხდიან. ამის შესახებ sportingintelligence-ი წერს.
“თანდერის” შემადგენლობაში ყველაზე მაღალი ხელფასი რასელ ვესტბრუკს 28.5 მილიონი აქვს. საშუალო ანაზღაურებით მეორეა “კლივლენდ კავალიერსი,” ლებრონ ჯეიმსი კი მიმდინარე სეზონის მსვლელობისას 33.3 მილიონ დოლარს მიიღებს.
NBA-ს მოქმედი ჩემპიონის “გოლდენ სტეიტ უორიორზის” მოთამაშეების საშუალო ხელფასი 8.94 მილიონს უტოლდება, “მეომრებში” ყველაზე მაღალი ანაზღაურება კი 34.7 მილიონი სტეფ კარის აქვს.
პლანეტის 25 ყველაზე მაღალანაზღაურებად კლუბთაგან 19 ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენელია.