კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

იუვენტუსის მორიგი საჩივარი - ტურინელები რონალდუსთვის ფულის გადახდას არ აპირებენ

კრიშტიანუ რონალდუსა და მის ყოფილ კლუბ „იუვენტუსს“ შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. წლებია მხარეები ფულად კომპენსაციასთან დაკავშირებით, რომლის გადახდასაც ტურინელებისგან პორტუგალიელი ვარსკვლავი ითხოვს, სასამართლოში დავობენ. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, „ბებერი სინიორა“ რონალდუს სხვებისგან მალულად ურიცხავდა ხელფასს, მის თანაგუნდელებს კი უცხადებდნენ, რომ სერიოზული ფინანსური კრიზისის გამო, მათ დაკლებული ანაზღაურების აღება მოუწევდათ.

რონალდუმ სრული თანხა მიიღო, თუმცა როგორც თავად აცხადებს, მას „იუვეს“ შეფები შეჰპირდნენ, რომ წასვლის შემთხვევაშიც თანხის დარჩენილ ნაწილს, 19 მილიონ 500 ათას ევროსაც გადაუხდიდნენ, საბოლოოდ კი, პირობა არ შეუსრულეს, რის გამოც ფეხბურთელის მამამ ერთი წლის წინ იტალიელების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმის მოსმენა ახლახანს დასრულდა და ბიანკონერის მართალია არა სრულად მოთხოვნილი თანხის, თუმცა 9.8 მილიონი ევროს გადახდა მაინც დაეკისრა, რაზეც „იუვენტუსი“ თანახმა არ არის და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

რონალდუ 2018-2022 წლებში თამაშობდა და ყველა ტურნირზე გამართულ 134 შეხვედრაში 101 გოლი გაიტანა. „ბებერი ქალბატონის“ შემადგენლობაში მან 2-ჯერ სკუდეტო, 2-ჯერ იტალიის სუპერთასი და ერთხელ კოპა იტალია მოიგო. 2019 და 2022 წლებში ის იტალიის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრიშტიანუ რონალდუს მორიგი რეკორდი
კრიშტიანუ რონალდუს მორიგი რეკორდი