გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი და ნიუკასლი | რას წერს Marca კაჭკაჭების ინტერესზე

გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს და ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. „მამარდას“ ერთ-ერთი მსურველი „ნიუკასლია“ და ავტორიტეტულმა ესპანურმა გაზეთმა, Marca-მ დაადასტურა, რომ „კაჭკაჭების“ ინტერესი რეალურია და განაცხადა, რომ „ჩეს“ მეკარე მათი ნომერ პირველი სამიზნეა.

„არც პირველი კლუბია და არც ბოლო, რომელიც მამარდაშვილით ინტერესდება. ლა ლიგის ყველაზე მოთხოვნად მეკარეს ევროპაში ბევრი მსურველი ჰყავს და პირველი, ვინც წამყვანი პოზიციების დაკავება სცადა, ნიუკასლია. კაჭკაჭები საუკეთესო სეზონს ნამდვილად არ ატარებენ და პოუპმა, დუბრავკამ და კარიუსმა მოლოდინები ვერ გაამართლეს.

ნიუკასლმა თვალი ვალენსიას მეკარეს დაადგა და მამარდაშვილი არის გოლკიპერი, რომელიც სათამაშო სტილით, პრემიერ ლიგას იდეალურად ერგება. გიორგის დონე იმდენად მაღლა ავიდა, რომ ღამურების პრეზიდენტისთვის, პიტერ ლიმისთვის მისი გასხვისება რთული ნამდვილად არ იქნება.

ვალენსია მამარდაშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს თუ მინიმუმ 40 მილიონი ევროს ოდენობის შეთავაზებას მიიღებს, თუმცა, გიორგით დაინტერესებულმა კლუბებმა იციან, რომ ჩეს ხელმძღვანელები პირველ რიგში, ფეხბურთელთა გაყიდვაზე არიან ორიენტირებული. ნიუკასლს ფინანსური პრობლემები არ აქვს და თუ კაჭკაჭებმა მამარდაშვილი გადაიყვანეს, მოახდენენ გადატრიალებას და ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში მყოფ ფეხბურთელს გაიფორმებენ“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ გიორგის „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? | მსურველი კლუბების სია იზრდება
მიქაუტაძე ჩემპიონთა ლიგაზე? | მსურველი კლუბების სია იზრდება