ხვიჩა კვარაცხელია, მამუკა ჯუღელი, ანდრეა დე პაული
Aa
Aa

იტალიელი ჟურნალისტი: „ხვიჩას აგენტი ბარსას ინტერესს ტაქტიკურად იყენებს“

იტალიაში გავლენიანი გამოცემა Corriere dello Sport-ის ცნობილმა ჟურნალისტმა, ანდრეა დე პაულმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ „ბარსელონას“ შესაძლო ინტერესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაფხულში კვარას „ბლაუგრანაში“ გადასვლა თითქმის გამორიცხულია.

რას ამბობს დე პაული:

„კვარაცხელია ყველა კლუბს მოსწონს, ის ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ვფიქრობ, ის მადრიდში არ სჭირდებათ და ამის რამდენიმე მიზანს ვხედავ. მაგრამ „ბარსელონისთვის“ მისი ყიდვა მარტივი არ იქნება. კვარა საკმაოდ ძვირი ღირს და „ბარსელონას“ შესაბამისი ფული არ აქვს. ვფიქრობ, „ბარსელონისთვის“ ლობოტკას ვარიანტი უფრო რეალურია, რადგან გუნდმა ბუსკეტსის შემცვლელი ამ დრომდე ვერ იპოვა.

ადგილობრივ მედიაში ბევრი იძახის, რომ „ბარსელონას“ ინტერესს კვარაცხელიას აგენტი ტაქტიკურად იყენებს, რათა მის კლიენტს უკეთესი კონტრაქტი გაუფორმოს. მჯერა, რომ „ბარსელონა“ ჯერ სხვა პრობლემებს შეავსებს, რომელიც დღეს გუნდში არსებობს“.

ცნობისთვის, იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ მამუკა ჯუღელი ნეაპოლში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა და მიმდინარე კვირაში, კონტრაქტის გაუმჯობესების თაობაზე აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გვერდით ვიდექი და მისი რეაქცია კარგად დავინახე“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარას შეცვლის ეპიზოდზე
„გვერდით ვიდექი და მისი რეაქცია კარგად დავინახე“ - იტალიელი ჟურნალისტი კვარას შეცვლის ეპიზოდზე