ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარადონასთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია“ | ხვიჩა Givemesport-ის რჩეულებში

ბრიტანულმა გამოცემამ, Givemesport-მა ევრო 2024-ის მონაწილე თითოეული ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. „ჯვაროსნების“ რიგებში Givemesport-მა ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და განაცხადა, რომ მასთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია.

„ხვიჩა კვარაცხელია წამყვანი ფეხბურთელია ნაკრებისა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. ისტორია 26 მარტს დაიწერა და საქართველომ საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო. როგორც დებიუტანტ გუნდს, ბევრი მათ სათანადოდ არ დააფასებს, მაგრამ კვარადონასთან ერთად ყველაფერი შესაძლებელია.

23 წლის ფეხბურთელი იტალიაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში ბრწყინვალე იყო და ნაპოლის წარმატებაში, რომელიც 33-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი გახლდათ, საკვანძო როლი ითამაშა. კვარაცხელიამ თავისი დრიბლინგით გაითქვა სახელი. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 4 გოლი გაიტანა და იმედი აქვს, რომ ზღაპარს ზაფხულში ნაკრებთან ერთად გააგრძელებს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, მისი მეტოქეები კი თურქეთის (18 ივნისი), ჩეხეთისა (22 ივნისი) და პორტუგალიის (26 ივნისი) ნაკრებები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა | რა უთხრა დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს
მატჩის შემდეგ გასახდელში ჩავიდა | რა უთხრა დე ლაურენტისმა ფეხბურთელებს