ბარსელონა, პარი სენ ჟერმენი, ლამინე იამალი
Aa
Aa

Le Parisien: პსჟ იამალის სანაცვლოდ 200 მილიონ ევროს იხდის

ახალი არავისთვის არის, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენს“ დატოვებს. რა თქმა უნდა, ფრანგულ გრანდს მისი შემცვლელი სჭირდება.

ამასთან დაკავშირებით, Le Parisien სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ნასერ ალ ხელაიფი კილიანის შემცვლელად ლამინის იამალს განიხილავს და მზად არის მის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.

აღსანიშნავია, რომ 16 წლის ტალანტის გამოსასყიდი თანხა მილიარდი ევროა, თუმცა პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მასიურ შეტევას აპირებს.

ერთი შეხედვით, იამალის გადაბირება წარმოუდგენელი ჩანს, მაგრამ ვერავინ იფიქრებდა, რომ 2017 წელს ფრანგები ნეიმარის ტრანსფერს გაჩარხავდნენ. „პარი სენ ჟერმენს“ ჟორჟე მენდეშის იმედი აქვთ, რომელიც ლამინის წარმომდგენელია და მასთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

შეგახსენებთ, რომ იამალი ბარსას პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა. ყველა ტურნირზე ერთად 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ კილიან მბაპეს შემცვლელად ფრანგულმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი დაასახელა. ნებისმიერ შემთხვევაში, წინ ცხელი ზაფხული გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპულის ლეგენდა: “მოურინიო სწორი არჩევანი იქნება“
ლივერპულის ლეგენდა: “მოურინიო სწორი არჩევანი იქნება“