მილანი, ინტერი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

პიოლის მალე გაუშვებენ - მილანმა ახალი მწვრთნელის ძებნა დაიწყო

იტალიის სერია ა-ს გასულ ტურში დერბი დელა მადონინა გაიმართა, რომელიც „ინტერმა“ მძიმე ბრძოლაში 2:1 მოიგო. ამ გამარჯვებით კი „ნერაძური“ ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

მოგეხსენებათ, „როსონერი“ ევროპის ლიგის მეოთხედფინალში „რომასთან“ დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ამ ორ მატჩამდე იტალიური მედია წერდა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში „მილანი“ სტეფანო პიოლის გაათავისუფლებდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

რომანოს თქმით, „მილანი“ სტეფანო პიოლის სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლებს და სულ მალე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. „მილანი“ უკვე ახალ მწვრთნელს ეძებს.

ცნობისთვის, „ინტერმა“ სკუდეტოს მოგება მილანურ დერბიში პირველად შეძლო. ასევე, „ნერაძურიმ“ ზედიზედ მეექვსედ მოიგო დერბი დელა მადონინა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ „ინტერმა“ სერია ა-ს ტიტულების რაოდენობით(20) „მილანს“ გადაასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარჩინიაკი, ორსატო და სხვები - ევრო 2024-ის მსაჯები ცნობილია
მარჩინიაკი, ორსატო და სხვები - ევრო 2024-ის მსაჯები ცნობილია