ლევან კობიაშვილი
Aa
Aa

უეფასგან სერიოზულ მხარდაჭერას ვგრძნობთ - კობიაშვილი ახალი სტადიონის პროექტზე

თბილისში ახალი სტადიონის აშენების თაობაზე, რომლის ტრიბუნებიც 70 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი, ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა იმ პროცედურებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის განაცხადის გაკეთებისთვის არის საჭირო.

რა თქვა კობიაშვილმა

ეს არის ძალიან საამაყო საქმე, რადგან მსგავსი მასშტაბის სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტები ჩვენს ქვეყანაში არ განხორციელებულა, როგორიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს. უეფაში მოხარულები არიან და აღნიშნავენ ჩვენს წარმატებებს. არამარტო იმას, რომ ევროპის ჩემპიონატზე პირველად ვითამაშებთ, არამედ ხაზს უსვამენ 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მაღალ დონეზე მასპინძლობასაც. უახლოეს პერიოდში 2026 და 2027 წლების ფინალების მასპინძელი ქალაქების ვინაობა დასახელდება, რის შემდეგაც უკვე 2028 წლის კანდიდატების ჯერი დადგება. ბუნებრივია თბილისს სერიოზული კონკურენტები ეყოლება და საბოლოო გადაწყვეტილებას უეფას აღმასკომი ხმათა უმრავლესობით მიიღებს. ისიც უნდა ვთქვა, რომ არჩევანის გაკეთებისას აქცევენ ყურადღებას არამარტო სტადიონის ხარისხს, არამედ ახლოს აეროპორტისა და სასტუმროების არსებობს, რისი პრობლემაც დაგეგმილი პროექტების გათვალისწინებით, ჩვენ არ გვექნება.

ლევან კობიაშვილი, რომელიც უეფას საფეხბურთო კომიტეტის თავმჯდომარე და აღმასრულებელი კომიტეტის წევრია, ორდღიანი ვიზიტით შვეიცარიის ქალაქ ნიონში იმყოფება, სადაც სამუშაო შეხვედრებს მართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კობახიძე: ახალ სტადიონს ავაშენებთ და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე განაცხადს შევიტანთ
კობახიძე: ახალ სტადიონს ავაშენებთ და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე განაცხადს შევიტანთ