გორის დილა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, გაგრა
Aa
Aa

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა | დილამ გაგრას მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. გორის „დილა“ სტუმრად „გაგრას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი 39-ე წუთზე შოთა შეყილაძემ გაიტანა.

დარჩენილ დროში გუნდებმა ერთმანეთის კართან რამდენიმე მომენტი კიდევ შექმნეს. შეხვედრის მიწურულს მთავარმა მსაჯმა, ბაკურ ნინუამ „დილას“ კარში პენალტი დანიშნა, თუმცა, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გააუქმა.

10 ტურის შემდეგ, გორის „დილა“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 23 ქულით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, „გაგრა“ კი 4 ქულით ბოლო, მე-10 ადგილს იკავებს. მე-11 ტურში გორელები საკუთარ მოედანზე წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს, „გაგრა“ კი ბათუმის „დინამოს“ ესტუმრება.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტური 26-27 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები