მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი, ლე ავრი
Aa
Aa

„ის მეცის მბაპეა“ - ბოლონი მიქაუტაძეზე და ლე ავრისთან მოგებაზე

საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში გიორგი „მეცი“ სტუმრად „ლე ავრის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გიორგი მიქაუტაძის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ განვლილი მატჩი შეაფასა და მიქაუტაძის გოლის ეპიზოდზეც ისაუბრა.

რას ამბობს ბოლონი:

ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა და ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად მოვემზადეთ. შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ღია მესიჯები გავაგზავნეთ, რომელშიც ვამბობდით, რომ შეგვეძლო ნაბიჯის წინ გადადგმა და დანებებას არ ვაპირებდით. ვფიქრობ, ეს იყო ჩვენი საუკეთესო ფაქტორი და ამის გამო მოვიგეთ. ტექნიკური კუთხით საუკეთესო მატჩი არ ყოფილა, მაგრამ არც იმ მდგომარეობაში ვართ, რომ ამ მიმართულებით ზედმეტად მომთხოვნი ვიყო. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს არის ყველაზე მთავარი. დაცვაში საკმაოდ კარგად და ორგანიზებულად ვითამაშეთ, შეტევაში კი სახიფათონი ვიყავით. ვიცოდით, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც გოლის გატანის შანსი გვექნებოდა.

„ლენსისთან“ სულისკვეთების გაგრძელება? ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ცუდი არც „ბრესტთან“ ვიყავით. დღევანდელ შეხვედრაში, პირველი ტაიმის მიწურულს დიალოს კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მცირედი დაგვაკლდა, მეორე ნახევრის დაწყებიდან კი მაშინვე შევუტიეთ და სწრაფი გოლი გავიტანეთ. გიორგი მიქაუტაძემ ყველაფერი ბრწყინვალედ შეასრულა. შემდეგ დიალოს გარღვევაც გამოიყენა და ბურთი ძელს მოარტყა. რომ გაგვმართლებოდა, ორი ბურთით მოვიგებდით. მიქაუტაძე მბაპე არაა, მაგრამ ის ნამდვილად არის „მეცის“ მბაპე. ამსტერდამის „აიაქსში“ მან ბედნიერება დაკარგა, ახლა კი თამაშის სიყვარულს იბრუნებს. როდესაც გოლები გააქვს, ეს უდიდესი ბედნიერებაა. შანსები „ლე ავრისაც“ ჰქონდა, მაგრამ დღეს იღბალი ჩვენს მხარეს იყო. იმ ფსიქოლოგიური და მენტალური მდგომარეობის გარეშე, რომელიც დღეს გამოვიჩინეთ, გამარჯვებას ვერ შევძლებდით.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლე ავრის“ წინააღმდეგ 46-ე წუთზე გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. „ლე ავრი“ სატურნირო ცხრილში ბოლონის გუნდის უშუალო კონკურენტი იყო და ამ გამარჯვებით, სატურნირო ცხრილშიც გადაასწრო და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „მეცის“ მაისურით მე-10 გოლი გაიტანა და ზედიზედ ორ შეხვედრაში შეძლო მეტოქის კარის აღება. გასულ ტურში ქართველმა შემტევმა „ლანსს“ დუბლი შეუსრულა. „მეცი“ მომდევნო შეხვედრას 28 აპრილს, საკუთარ მოედანზე „ლილის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინერტული და პასიური - კვარამ თამაში ჩააგდო და ნაპოლი აუტსაიდერთან დამარცხდა
ინერტული და პასიური - კვარამ თამაში ჩააგდო და ნაპოლი აუტსაიდერთან დამარცხდა