პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

სიტი პეპის წასვლისთვის ემზადება

„მანჩესტერ სიტი" პეპ გუარდიოლას შესაძლო წასვლისთვის ემზადება.

Relevo-ს ინფორმაციით, რაც დრო გადის პეპი კლუბთან მუშაობის გასაგრძელებლად სულ უფრო ნაკლებად არის მზად.

„სიტის“ ხელმძღვანელობა სიტუაციას ობიექტურად აფასებს და ხვდება, რომ გუარდიოლას დარჩენასთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობა ვერ ექნებათ. პეპის ხელშეკრულებას ვადა 2025 წელს ეწურება და კლუბში თვლიან, რომ ის კონტრაქტს მეტად აღარ გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ პეპი მრავალი წელია ოჯახისგან მოშორებით ცხოვრობს და ასევე განიცდის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დაღლილობას.

მანჩესტერული კლუბი გუარდიოლას გარეშე მომავლისთვის ემზადება.

53 წლის სპეციალისტის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობს.

გარდა ამისა, კლუბში მზარდი განცდაა, რომ არა მხოლოდ გუარდიოლა წავა, არამედ სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინიც. შესაძლებელია, რომ ის ამას პეპზე ადრეც გააკეთებს.

„სიტი“ მწვრთნელის პოსტზე მიჩელ სანჩესს განიხილავს, რომელიც ამჟამად „ჟირონაში“ მუშაობს. კლუბში მიაჩნიათ, რომ მისი სტილი გუარდიოლას ხელწერას ჰგავს და საქმე მხოლოდ ტაქტიკას არ ეხება, არამედ ქარიზმასა და მუშაობისადმი მიდგომას. მიჩელმა „სითი ჯგუფში“ ყველას პატივისცემა დაიმსახურა და მისი ხასიათი, სამუშაო ეთიკა „ქალაქელებს“ არწმუნებს, რომ ის კლუბისთვის სწორი კანდიდატია.

მიჩელი ერთადერთი კანდიდატი არ არის. კლუბი პეპის შემცვლელის პოსტზე ფიქრს დიდი ხნის განმავლობაში გეგმავს. არავის სურს, რომ შეცდომა იქნას დაშვებული და ამდენი წლის ნაღვაწი, აშენებული სისტემა ერთ დღეში ჩამოიშალოს.

შეგახსენებთ, რომ გუარდიოლა „მანჩესტერ სიტიში“ 2016 წლიდან მუშაობს. ამ დროის განმავლობაში მან კლუბთან ერთად 16 ტიტული მოიგო, მათ შორის ტრიპლეტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარატიჩის კვარას გადაყვანა უნდოდა“ | რატომ არ წავიდა ხვიჩა იუვეში
„პარატიჩის კვარას გადაყვანა უნდოდა“ | რატომ არ წავიდა ხვიჩა იუვეში