პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ერლინგ ჰოლანდი, ბრაიტონი
Aa
Aa

გუარდიოლა: “ჰოლანდს პრობლემები აქვს“

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ბრაიტონს“ ესტუმრება. როგორც აღმოჩნდა ერლინგ ჰოლანდს პრობლემები აქვს და უახლოეს მატჩებში „ქალაქელებს“ ვერ დაეხმარება. ამის შესახებ პეპ გუარდიოლამ ისაუბრა.

პეპი:

„ერლინგ ჰოლანდს პრობლემები აქვს და ხვალ ვერ ითამაშებს. შესაძლოა ვერც შემდეგ მატჩში მიიღოს მონაწილეობა. სხვა მხრივ, ყველაფერი რიგზეა. სტოუნსი და ფილ ფოდენი სრულ მზადყოფნაში არიან.

ზოგადად, აბსოლუტურად ყველა იმსახურებს სათამაშო დროს. რა თქმა უნდა, არსებობს ძირითადი შემადგენლობა, მაგრამ წარმატების მისაღწევად ყველა ფეხბურთელია საჭირო. სხვანაირად წარმოუდგენელია.“

ცნობისთვის, „მანჩესტერ სიტის“ „არსენალზე“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე „მეთოფეები“ 77 ქულით არიან. პეპ გუარდიოლას გუნდს კი 73 ქულა აქვს. გამოტოვებული 2 თამაშის მოგების შემთხვევაში „სიტი“ ლიდერი გახდება.

„ბრაიტონისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მომავალი დაპირისპირება 25 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩვენი ფეხბურთის მომავალი | Football Talent Scout-ის ტოპ 10 ქართველი ახალგაზრდა
ჩვენი ფეხბურთის მომავალი | Football Talent Scout-ის ტოპ 10 ქართველი ახალგაზრდა