გიორგი მიქაუტაძე, ჟან-ლუი გარსია
Aa
Aa

მიქაუტაძე ყოფილმა მწვრთნელმა გაიხსენა

გიორგი მიქაუტაძე საფეხბურთო სამყარომ თავდაპირველად ბელგიის კლუბ „სერენიდან“ გაიცნო, სადაც ის ორი სეზონის განმავლობაში, 2020-2022 წლებში თამაშობდა და 57 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა. იმ ორი წლიდან ნახევარი სეზონი მიქაუტაძეს ფრანგი მწვრთნელი ჟან-ლუი გარსია ავარჯიშებდა, რომლის მომზადებული „ქუევილი“ საფრანგეთის ლიგა 2-ის გასული ტურის მთავარი სენსაციის ავტორი გახდა და საკუთარ სტადიონზე გათამაშების ლიდერი „ოსერი“ 4-3 დაამარცხა. ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში გარსიამ სხვადასხვა თემებზე ისაუბრა და მათ შორის 23 წლის ქართველ ფორვარდსაც შეეხო, რომლის მიმართაც კომპლიმენტები არ დაიშურა.

რა თქვა გარსიამ მიქაუტაძეზე

გიორგი ჩემი ხელმძღვანელობით „სერენში“ 2021-2022 წლების სეზონის მეორე ნახევარში თამაშობდა და მახსოვს მაშინ ელიტაში ადგილი დიდი შრომის ფასად შევინარჩუნეთ. გიორგიმ იმ წელს რეგულარულ პირველობაში 9 გოლი გაიტანა და გუნდში საუკეთესო იყო. რამდენიმე დღის წინ, როდესაც „ოსერი“ დავამარცხეთ, მოკლე ტექსტური შეტყობინება მომწერა და მომილოცა. საოცრად კარგი ადამიანია, რომელიც კარიერის არც ერთ ეტაპს არ ივიწყებს და მუდამ ახსოვს თუ რა გზა გამოიარა. მას და „მეცსაც“ წარმატებებსა და ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებას ვუსურვებ.

საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში გიორგი მიქაუტაძესა და მის თანაგუნდელებს ხვალ სტუმრად „ლე ავრთან“ უწევთ მატჩის ჩატარება, რომლის შედეგსაც უდიდესი სატურნირო მნიშვნელობა აქვს, რადგან „მეცს“ მომავალი მეტოქე ორი ქულით უსწრებს და გამარჯვების შემთხვევაში მიქაუტაძის გუნდი მათ გადაასწრებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი - სირილ პუჟემ მიქაუტაძეზე ისაუბრა
სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი - სირილ პუჟემ მიქაუტაძეზე ისაუბრა