გიორგი შერმადინი
Aa
Aa

საუკეთესო ფორმაშია - ვალენსიელები შერმადინზე

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული სეზონის 30-ე ტურში, კვირას, „ვალენსია“ „ლენოვო ტენერიფეს“ უმასპინძლებს, რომლის ლიდერიც წინა სეზონების მსგავსად, ამჯერადაც გიორგი შერმადინია. სწორედ ამაზეა გამახვილებული ყურადღება მატჩის წინ ვალენსიური კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც 35 წლის ქართველი ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ლეგენდად არის მოხსენიებული.

რას წერენ შერმადინზე

„ლენოვო ტენერიფემ“ ესპანეთის ლიგა ენდესაში ბოლო ხუთი მატჩი მოიგო, რაშიც მთავარი როლი გიორგი შერმადინმა ითამაშა. „მორაბანკ ანდორასთან“ შესრულებული ორმაგი დუბლის (23 ქულა, 10 მოხსნა) შემდეგ, მისმა სარგებლიანობის კოეფიეციენტმა 37 შეადგინა. 22 ქულითა და 5 მოხსნით დაეხმარა ის თანაგუნდელებს „გრან კანარიასთან“ დერბის მოგებაში. „ბილბაოსთან“ მატჩში კი 35 წლის ქართველმა სარგებლიანობის კოეფიციენტით (43) კარიერის რეკორდი დაამყარა, ათიდან ცხრა ორქულიანი ჩააგდო, ფარიდან ბურთი ხუთჯერ მოხსნა, 4 შედეგიან გადაცემასთან ერთად 7 ბლოკ-შოტი შასრულა და 4-ჯერ ჩაჭრა მეტოქის შეეტევა. მსგავსი ფენომენალური გამოსვლის შემდეგ, გასულ კვირაში გიორგი ოცდამეორედ გახდა ტურის MVP და ქართველი ლეგენდა ის ამ მხრივაც ესპანეთის პირველობის ყველა დროის რეკორდსმენია.

ოცდაცხრა ტურის შემდეგ 19 მოგებითა და 10 წაგებით კანარის კუნძულების გუნდი სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. ვალენსიელებთან მატჩის შემდეგ, რეგულარული პირველობის დარჩენილ ოთხ ტურში, შერმადინი და მისი თანაგუნდელები საკუთარ დარბაზში „უნიკახასთან“ და „მანრესასთან“, სტუმრად კი „ბრეოგანთან“ და „ხოვენტუტთან“ ითამაშებენ. შიდა ჩემპიონატში მიღწეული წარმატებების გარდა, კანარელები ევროასპარეზზეც უმაღლეს დონეზე გამოდიან და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში ზედიზედ მესამედ, არსებობის ისტორიაში კი მეხუთედ გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის კარგი მატჩი - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია
შერმადინის კარგი მატჩი - ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია