ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ინტერ მაიამი, ნეშვილი
Aa
Aa

მესის დიდებული გოლი და საგოლე პასი - ინტერ მაიამიმ კანზას სიტი დაამარცხა

MLS-ის მორიგ ტურში „ინტერ მაიამი“ „კანზას სიტის“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ლეო მესიმ შეიტანა, რომელმაც დიდებული გოლი გაიტანა და ასევე ეფექტური საგოლე გადაცემა შეასრულა.

ანგარიში მე-6 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. მე-18 წუთზე კი არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა გომესს ბრწყინვალე პასი გაუკეთა, მეკარესთან პირისპირ დატოვა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმის საწყის წუთებზე „ინტერ მაიამი“ გააქტიურდა და 51-ე წუთზე მესიმ შორეული ეფექტური დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ, მასპინძლებმა კვლავ გაათანაბრეს. 71-ე წუთზე საქმეში ლუის სუარესი ჩაერია და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ამ მატჩის შემდეგ, „ინტერ მაიამი“ აღმოსავლეთ კონფერენციას 15 ქულით ლიდერობს, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ „ნიუ-იორკს“ ამავე რაოდენობის ქულები აქვს, მაგრამ 1 მატჩით ნაკლები.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ლეო მესიმ ყველა ტურნირზე ერთად მე-6 გოლი გაიტანა და მესამე საგოლე გადაცემა შეასრულა. ლუის სუარესმა მეხუთედ გამოიჩინა თავი. შემდეგ ტურში ბექჰემის გუნდი „ნეშვილს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მესამედ - კანკავა და კაშია სლოვაკეთის ჩემპიონები არიან
ზედიზედ მესამედ - კანკავა და კაშია სლოვაკეთის ჩემპიონები არიან