ანტონიო კონტე, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

კონტე ნაპოლისთვის რეალური ვარიანტი ხდება

აურელიო დე ლაურენტისი ანტონიო კონტეს გადაბირებას მთელი ძალებით ცდილობს და თუ ეს რამდენიმე თვის/კვირის წინ შეუძლებლად მოჩანდა, ახლა უკვე რეალური ამის შესაძლებლობაა.

SportItalia Mercato-ს ეთერში ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ ამ თემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონტე ახლა სიაში ნომერ პირველი კანდიდატია.

„თუ, ადრე კონტეს დანიშვნის შანსი 10% იყო, ახლა ის საგრძნობლად გაიზარდა და 50%-ს უტოლდება. ყველაფერი პირადად გადავამოწმე.

კონტესა და დე ლაურენტისს შორის მჭიდრო კონტაქტებია. ანოტნიოს ნაპოლისი გადასვლის შესაძლებლობა გაიხსნა. ბოლო 48 საათში მათ ერთმანეთში ორჯერ ისაუბრეს“.

როგორც ცნობილია, კონტე დე ლაურენტისთან ფინანსურ საკითხებზე ვერ თანხმდებოდა. დღევანდელი მონაცემებით, იტალიელ სპეციალისტს ნეაპოლელები ანაზღაურების სახით წლიურად 6-დან 9 მილიონ ევრომდე შესთავაზებენ. ტრანსფერებისთვის კონტეს ზაფხულში დაახლოებით 200 მილიონი ევრო ექნება.

თუ, გავრცელებული ხმები გამართლდა, დიდი შანსია კონტემ „ნაპოლი“ ჩაიბაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაგარი თამაში დაუფასდა | კაკაბაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში
მაგარი თამაში დაუფასდა | კაკაბაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში