ევრო 2024
Aa
Aa

როდის გამოიყენებენ VAR-ს | რას აპირებს უეფა ნაკრებების განაცხადებზე

უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებულ დეტალებზეა საუბარი. მათ შორისაა, მონაწილე ნაკრებების განაცხადების საკითხი და ტურნირის ტექნოლოგიური მხარე.

ევრო 2024 ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ევროპის ჩემპიონატი იქნება. ტურნირზე გამოიყენებენ ვიდეორეფერის, ნახევრად-ავტომატური თამაშგარე მდგომარეობის ტექნოლოგიასა და კარის ხაზის ტექნოლოგიას. ამასთან, ბურთებში ჩამონტაჟებული იქნება მოძრაობის სენსორები, რომლებიც მსაჯებს უზუსტეს ინფორმაციას რეალურ დროში გადასცემენ და VAR-ს საშუალება ექნება, ბურთთან ყოველი შეხება დააფიქსიროს. უეფა-ს მიხედვით, ეს არბიტრებს დაეხმარებათ, საკამათო მომენტებისას გადაწყვეტილებები ბევრად სწრაფად მიიღონ. VAR-ს რაც შეეხება, უეფა აცხადებს, რომ ვიდეორეფერი საქმეში მაშინ ჩაერევა, როცა აშკარა შეცდომასთან გვექნება საქმე.

„როცა საქმე VAR-ს ეხება, ჩვენი მიზანია, მინიმალური ჩარევით მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. გვინდა, ძლიერი ხასიათის მქონე არბიტრებმა გადაწყვეტილებები მოედანზე მიიღონ. გვინდა, VAR-ი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიყენოთ, როცა აშკარა შეცდომასთან გვექნება საქმე. თამაშგარე მდგომარეობას რაც შეეხება, გვერდითა არბიტრებს ვუთხარით, რომ ალამი მხოლოდ იმ შემთხვევაში ასწიონ, როცა 100 პროცენტით დარწმუნებული არიან. თუ ასე არ იქნება, ფეხბურთელებს თამაშის გაგრძელების საშუალებას მისცემენ, ხოლო ნახევრად-ავტომატური თამაშგარე მდგომარეობის ტექნოლოგია გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დროს შეამცირებს“, - ამბობს უეფა-ს მმართველი დირექტორი, რობერტო როსეტი.

უეფა-ს წარმომადგენლები ეროვნული ნაკრებების თავკაცებსაც შეხვდნენ და მათთან განაცხადის ზომასთან დაკავშირებული საკითხი განიხილეს. რამდენიმე მთავარმა მწვრთნელმა 23-კაციანი განაცხადის 26-მდე გაზრდის სურვილი გამოთქვა, სხვები მის წინააღმდეგ წავიდნენ. უეფა ამ საკითხთან დაკავშირებით, არჩევანს უახლოეს კვირებში გააკეთებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთს კი არა 2-3 კედელს აღმართავენ“ | ჟურნალისტი კვარას მომავალზე
„ერთს კი არა 2-3 კედელს აღმართავენ“ | ჟურნალისტი კვარას მომავალზე